Loading data...
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

ბერლინის ლიხტენბერგის რაიონში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Spiegel წერს. 

ხანძარი 22 ნოემბრის საღამოს საავადმყოფოს შენობის ერთ-ერთი ფლიგელის პირველ სართულზე, პაციენტის ოთახში გაჩნდა.

მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. თუმცა კვამლი შენობის სხვა ნაწილებზეც გავრცელდა, რის გამოც საავადმყოფოს ევაკუაცია გახდა საჭირო.

ერთმა ადამიანმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო, მეორე კი მძიმედ დაშავდა, განაცხადეს სახანძრო სამსახურში. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ცამეტმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 

ამჟამად პოლიცია ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.