Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი: „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და ჩვენ მათ ძალიან მკაცრად ვპასუხობთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ოფირ ფალკი აცხადებს, რომ „ჰეზბოლამ“ არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჰეზბოლა“ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს გასაკვირი არ არის და ჩვენ მათ ძალიან მკაცრად ვპასუხობთ“, - აცხადებს ნეთანიაჰუს მრჩეველი.

მან დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„ჰეზბოლამ“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლიბანი მძევლად აიყვანა. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ მიზანში, ჩვენ კი - „ჰეზბოლას“ ტერორისტებს. ეს არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუს მრჩეველმა.