ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა სირიის ავიაბაზაზე იერიში მიიტანა, რადგან ობიექტზე თურქი ჯარების განლაგება იგეგმებოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ დაადასტურა, რომ ისრაელის ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რასაც აშშ-ის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე იერიში მიიტანა, რადგან ალეპოს მახლობლად მდებარე ობიექტზე თურქი ჯარების განლაგება იგეგმებოდა. მისი თქმით, ისრაელი და სირია, რომლებსაც ფორმალური ურთიერთობები არ აქვთ, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის ეგიდით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, „უსაფრთხოების საკითხებში სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან თქვა, რომ სირიამ რისკის ქვეშ დააყენა ეს შეთანხმება აბუ ალ-დუჰურის ბაზაზე თურქული ჯარების პოტენციური განლაგებით.
„ისრაელმა არაერთხელ გააფრთხილა სირია, რომ ასეთი განლაგება საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელის უსაფრთხოებას. სირიამ ამ გაფრთხილებების იგნორირება არჩია. ისრაელი არ მოითმენს მისი უსაფრთხოებისთვის საფრთხეების არსებობას და მიესალმება სტატუს-კვოს დაბრუნებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
The Prime Minister's Office:
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) August 18, 2026
Israel and Syria agreed to a status quo in security matters, which Syria was on the verge of breaching by permitting Turkish troops to deploy at an airbase near Aleppo.
Israel repeatedly warned Syria that such a deployment would pose a threat to…