Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ისრაელის პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციაზე CNN ნეთანიაჰუს აპარატზე დაყრდნობით წერს.

როგორც აღმოჩნდა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს აშშ-ის დაარსებიდან 250-ე წლისთავი მიულოცა. ლიდერებმა, ასევე, სამომავლო შეხვედრა დაგეგმეს.

„ისინი ერთმანეთს სულ მალე, აშშ-ში შეხვდებიან“, - წერს CNN. 

თეთრი სახლი, ჯერჯერობით, ნეთანიაჰუსა და ტრამპის მომავალი შეხვედრის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.