ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიქტორ ორბანს მადლობას უხდის - „ისრაელი არასდროს დაივიწყებს უნგრეთის პრემიერის მხარდაჭერას“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისრაელი არასდროს დაივიწყებს ვიქტორ ორბანის მხარდაჭერას.
მისი თქმით, ორბანი ისრაელის ნამდვილი მეგობარია.
„მინდა, ღრმა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, ვიქტორ ორბანის, ისრაელის ნამდვილი მეგობრის მიმართ, რომელიც მტკიცედ იდგა ისრაელის გვერდით უსამართლო საერთაშორისო დამცირებისას და მხარს უჭერდა ისრაელის ჯარისკაცებს ჩვენს სამართლიან თავდაცვით ომში სასტიკი ტერორისტების წინააღმდეგ. ისრაელის ხალხი ამას სამუდამოდ დაიმახსოვრებს”, – წერს ის.
ამავდროულად ნეთანიაჰუმ პარტია „ტისას“ ლიდერს პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. ვუსურვებ მას წარმატებებს უნგრეთის წინსვლაში, ამავდროულად, ჩვენს ერებს შორის მყარი კავშირების განმტკიცებაში. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ორივე ხალხის საკეთილდღეოდ”, – წერს ის.