1737306186
უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ: წარმოუდგენლად ამაღელვებელი დღეა
ისრაელი პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დღეს „წარმოუდგენლად ამაღელვებელი დღეა“.
ნეთანიაჰუს თქმით, სამი მძევალი ტყვეობიდან თავისუფალია.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში. მე ვიცი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მათ გაიარეს ჯოჯოხეთი. ეს მომენტი მიღწეული იქნა ჩვენი გმირი მებრძოლების თავგანწირვითა და მამაცობით... ეს არის დიდი მომენტი, ემოციური მომენტი. დიდი დღე“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
შეგახსენებთ, 18 იანვარს ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. 19 იანვარს „ჰამასმა“ 3 ისრაელელი მძევალი წითელ ჯვარს გადასცა.