Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლებას ისტორიულ მოვლენად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ახალი გზის დასაწყისია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლებას ისტორიულ მოვლენად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ახალი გზის დასაწყისია.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელში „უამრავი დავა და უთანხმოება“ არსებობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ამ დღეს და მომავალშიც ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ, გვერდზე გადადონ ეს განსხვავებები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, სამხედრო კამპანია ჯერ არ დასრულებულა და ქვეყანას „ძალიან დიდი გამოწვევები“ ელოდება.

„ჩვენ კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს საკუთარი ძალების აღდგენას და ჩვენზე თავდასხმას. ჩვენ ამას ვაკონტროლებთ. ჩვენ გადავლახავთ სირთულეებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ისრაელის მხარის ინფორმაციით, ღაზაში მყოფი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გაცვლა 13 ოქტომბერსაა დაგეგმილი.