Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანსა და ლიბანში ომთან დაკავშირებით „მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის“.

როგორც ვიდეო მიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას მთავარი დასაყრდენის“ განადგურების ზღვარზეა.

ასევე, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) სთხოვა, ამ ტერიტორიაზე „გააგრძელონ უსაფრთხოების ზონის დაცვა“ და „გააფართოონ აღმოსავლეთისკენ“.

„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება ეს ან თუნდაც როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.