Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანმა ჩემი ერთ-ერთი ვაჟის მოკვლა სცადა

„ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთის მკვლელობა სცადა“, - ამის შესახებ ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL-ი ავრცელებს.

„ირანმა ჩემი ერთ-ერთი შვილი მიზანში ამოიღო. ირანი ცდილობდა ჩემი ერთ-ერთი შვილის მოკვლას. ამიტომ, ის უსაფრთხოება, რომელსაც ისინი იღებენ, ფუფუნება არ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, დაცვის გარეშე სავარაუდო თავდამსხმელები მიზნის მიღწევას შეძლებდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, ნეთანიაჰუს რომელი ვაჟი იყო სავარაუდო თავდასხმის სამიზნე, ასევე უცნობია, როდის და რა ფორმით იგეგმებოდა მკვლელობის მცდელობა.

მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს განცხადება უკავშირდება შინ ბეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მის ვაჟებს, ასევე მის მეუღლეს, უსაფრთხოების დაცვა სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ნეთანიაჰუ მომავალ არჩევნებში დამარცხდება.