Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს 28 ივლისს ვაშინგტონში შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 27 ივლისს ვაშინგტონში გაფრინდება, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის ლინდსი გრეჰემის დაკრძალვას დაესწრება. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სენატორ გრეჰემის დაკრძალვის ცერემონია და ნეთანიაჰუს ტრამპთან შეხვედრა 28 ივლისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ეს ორ ლიდერს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო კამპანია დაიწყეს. 

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, 28 ივლისს დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ასევე შეხვდება თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის.