Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: არჩევნებამდე ჩვენი „მტრები“ ისრაელზე თავდასხმას შეეცდებიან

არსებობს ეჭვი, რომ „მტრები“ 27 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე ისრაელზე თავდასხმას შეეცდებიან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების წინ ჩვენი მტრები ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმას შეეცდებიან. ამიტომ, აქედან, საჰაერო ძალების ბაზიდან, ისრაელის გრძელი მკლავიდან, გიგზავნით გზავნილს: ჩვენთან თამაშს თავი დაანებეთ - არც ახლა და არც არასდროს. ჩვენი გრძელი მკლავი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს მოგწვდებათ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ ებრაულენოვან მიმართვაში.

ნეთანიაჰუმ, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასწარ აანონსებს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან დარტყმებს, ასევე, განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ღაზაში 100-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს.