ბენიამინ ნეთანიაჰუ: ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი უკანასკნელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, ისრაელს მორალი წაუკითხოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ რეგიონში ისრაელის „აგრესიის“ დაგმობას და მას „ანტისემიტი დიქტატორი“ უწოდა.
„ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს, მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, ჩაგრავს საკუთარ ხალხს და აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, უკანასკნელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, ისრაელს მორალი წაუკითხოს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
„ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები, მსოფლიოში ყველაზე მორალური არმია, გააგრძელებენ ძლიერ მოქმედებას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ახლო აღმოსავლეთს და მთელ მსოფლიოს“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიასა და ლიბანში ისრაელის ქმედებები თურქეთს საფრთხეს უქმნის და დასძინა, რომ ისრაელის „აგრესია“ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და ის უნდა შეჩერდეს.