Loading data...
ბენ ჰოჯესი: უკრაინაში ომი 2026 წელს არ დასრულდება

უკრაინაში ომი 2026 წელს, სავარაუდოდ, არ დასრულდება, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა Noviny.LIVE- ის ჟურნალისტთან კომენტარში განაცხადა.

„არა. რუსები ამით არ არიან დაინტერესებულნი“, - უპასუხა გენერალმა, როდესაც ჰკითხეს, სჯეროდა თუ არა მას, რომ ომი წელს დასრულდებოდა.

ჰოჯესი მიიჩნევს, რომ რუსები ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იძულების შემთხვევაში დათანხმდებიან.

„სამწუხაროდ, არ მგონია, აშშ-ის მთავრობა მათზე ასეთ ზეწოლას ახდენდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ჰოჯესმა.

გენერალმა დასძინა, რომ რუსები „ევროპას საკმარისად არ სცემენ პატივს, რომ მოუსმინონ“.

მან განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის წინააღმდეგ, ვიდრე მოსკოვზე ძლიერი ზეწოლა არ განხორციელდება.