ბელგიის თავდაცვის მინისტრი მერცს: ენას კბილი დააჭირეთ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ევროპის ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ ბირთვულ იარაღზე. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„რაც შეეხება ბირთვულ შეკავებას, ნამდვილად არ მესმის, რატომ საუბრობენ ევროპელი ლიდერები ამდენს. ეს სისულელეა. გთხოვთ, ენას კბილი დააჭიროთ“, - დაწერა ფრანკენმა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა Machtwechsel-ის პოდკასტში საუბრისას გამორიცხა გერმანიის მიერ საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნა. თუმცა მან აღნიშნა, რომ გერმანულ ავიაგამანადგურებლებს პოტენციურად შეუძლიათ ფრანგული და ბრიტანული ბირთვული იარაღის გადატანა.
გერმანია და ბელგია აშშ-ის ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შეთანხმების მხარეები არიან და მათ საჰაერო ძალებს შეუძლიათ აშშ-ის ბირთვული ბომბების ტარება.
მერცისა და ფრანკენის კომენტარები ევროპის ბირთვული შემაკავებელი ფაქტორის შესახებ დისკუსიის გამწვავების ფონზე გავრცელდა. 2 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის უსაფრთხოებაში საფრანგეთის ატომური იარაღის როლზე ისაუბრებს.
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ასევე შეაფასა მერცის ნეგატიური კომენტარები გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებულ Future Combat Air System-ის (FCAS) ავიაგამანადგურებელთან დაკავშირებით, როგორც პროგრამის სასიკვდილო განაჩენი.
„ამ პოდკასტში, გერმანიის კანცლერის თქმით, FCAS-ი მკვდარია. ფრანგულ-გერმანული მეექვსე თაობის გამანადგურებელი აღარ იარსებებს. ბელგია ამ პროგრამაში დამკვირვებლის სტატუსით იყო. ჩვენ ჩვენს პოზიციას გადავხედავთ“, - დაწერა ფრანკენმა.
SCAF is dood aldus de Duitse bondskanselier @bundeskanzler in deze podcast. Er komt geen Frans-Duits zesde generatie jachtvliegtuig.
— Theo Francken (@FranckenTheo) February 18, 2026
België was observator in het programma. We zullen onze positie herbepalen.
Ivm de nucleaire afschrikking begrijp ik echt niet waarom Europese…