Loading data...
ბელგიაში სამი ჩეჩენი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია სამი ჩეჩენი, რომლებიც ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს შეიძლება კავშირი ჰქონდეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურ ფრთასთან. დაკავებები ანტვერპენში, ლიეჟში და გენტში მოხდა. თავდაპირველად 7 ჩეჩენი დააკავეს, მაგრამ დაკითხვის შემდეგ 4 გაათავისუფლეს.

ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, საფრანგეთში ოლიმპიური თამაშების დროს თავდასხმების გაზრდილი საფრთხის გამო ბელგიაშიც უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.