Loading data...
ბელგიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

„ბელგიაში ქვეყნის უდიდეს ბუნებრივ ნაკრძალ „ჰაი-ფენსში“ ძლიერი ხანძარი გავრცელდა, რის გამოც სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი პარასკევს გაჩნდა და ამ დროისთვის მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლმა ნაკრძალის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი მოიცვა.

ხანძრის ჩასაქრობად ბელგიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა და დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართა. ადგილზე დამატებითი სახანძრო ავიაცია და ვერტმფრენები იგზავნება.

მეხანძრეების მუშაობას რთული რელიეფი და ამინდის პირობები ართულებს. ნაკრძალის ტერიტორია ტყეებს, ველებსა და ჭაობიან ზონებს მოიცავს.

ცნობისთვის, ხანძრებს ებრძვიან ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საფრანგეთში, ხორვატიაში, ესპანეთსა და სერბეთში.