1777542322
უცხოეთი
ბელგიამ ატომური ელექტროსადგურების დემონტაჟი შეაჩერა და მათ აღდგენას აპირებს
ბელგიამ ატომური ელექტროსადგურების გაჩერებული რეაქტორების დემონტაჟი შეაჩერა და მათ აღდგენას გეგმავს. სმის შესახებ ng.ru იუწყება.
აქამდე ბელგიის ხელისუფლების პოზიცია იყო, რომ ის ატომურ ენერგეტიკაზე საბოლოოდ უარის თქმას აპირებდა. ახლა კი ეს გადაწყვეტილება რადიკალურად შეიცვალა.
ბელგიის მთავრობამ უკვე გააფორმა კონტრაქტი კომპანია Engie-სთან და ქვეყანაში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამოქმედებას აპირებს.
იგივე გადაწყვეტილებას ევროპის სხვა ქვეყნებიც იღებენ. გერმანიის მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმა დიდი შეცდომა იყო.