Loading data...
BBC: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა

ნეპალში, ჩინეთის საზღვართან მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივი პოლიციის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ნეპალის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 502 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. 

წინასწარი შეფასებებით, ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის დროს წყლის, ყინულის, ქვების და ქვიშის საერთო მასა დაახლოებით 20 მლნ ტონას შეადგენდა.

ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.