1734895593
უცხოეთი
BBC: მოზამბიკში ციკლონ „ჩიდოს“ 94 ადამიანი ემსხვერპლა
ციკლონმა „ჩიდომ“ მოზამბიკში 94 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
ქვეყნის რისკისა და კატასტროფების მართვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INGD) განაცხადა, რომ სტიქიური უბედურების შედეგად 768 ადამიანი დაშავდა, 622 000-ზე მეტი ადამიანი კი დაზარალდა.
ციკლონი „ჩიდო“ სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანას 15 დეკემბერს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე პირველი 24 საათის განმავლობაში 260 კმ/სთ-ს შეადგენდა.
იმავე ციკლონმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინდოეთის ოკეანეში მდებარე საფრანგეთის ტერიტორია მაიოტას, სანამ მოზამბიკის, მალავისა და ზიმბაბვეს ტერიტორიებზე გადაინაცვლებდა.