Loading data...
BBC-მ თანამშრომლები გააკრიტიკა „ჰამასის“ „ტერორისტულ დაჯგუფებად“ მოხსენიებისთვის

BBC-მ თანამშრომლები 15 ივნისს გადაცემაში „ჰამასის“ „ტერორისტულ დაჯგუფებად“ მოხსენიების გამო გააკრიტიკა.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საჩივრების განყოფილებამ (ECU) განაცხადა, რომ წამყვანმა, რომელმაც ეს ფრაზა ტელევიზიით გამოიყენა, გადაუხვია მის სარედაქციო პოლიტიკას.

როგორც მედია წერს, „ბი-ბი-სი“ არ უწოდებს დაჯგუფებას „ტერორისტულს“  მიუკერძოებლობის შენარჩუნების მიზნით.

BBC-ის ცნობით, 15 ივნისის ინციდენტის შესახებ BBC-ის მენეჯმენტს შეატყობინეს და ის მის რედაქციულ გუნდთან განიხილეს.

ისრაელმა BBC-ს მოუწოდა, შეცვალოს თავისი პოლიტიკა და „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიოს.