1777478634
უცხოეთი
BBC: ლონდონში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ებრაელი კაცი დაჭრა
ჩრდილოეთ ლონდონში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ებრაელი კაცი დაჭრა, - წერს BBC.
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ლონდონის გოლდერს გრინის რაიონში, სადაც ებრაული თემი ცხოვრობს, დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი კაცი სავაჭრო ობიექტთან, ხოლო მეორე სინაგოგასთან დაჭრა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. ასევე, დანით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებზე თავდასხმაც სცადა.