Loading data...
BBC: კირილ ბუდანოვის განცხადების შემდეგ კრემლი ჟენევაში მოლაპარაკებების ახალ თარიღს ჯერ არ ასახელებს

„ამ დროისთვის ზუსტი თარიღების დადასტურება არ შემიძლია“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

„ინტერფაქსის“ ცნობით, ეს იყო პესკოვის პასუხი კითხვაზე, რეალურად იყო თუ არა დაგეგმილი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჟენევაში მიმდინარე კვირის ბოლოს.

ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის შესახებ 23 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები, სავარაუდოდ 27 ან 26 თებერვალს გაიმართება“. 

უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. 

სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა, ხოლო მეორე - 4-5 თებერვალს.