Loading data...
BBC ირანის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს

ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, - გეგმას BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის აღსადგენად ხარჯების ანაზღაურებასა და რეგიონში ყველა კონფლიქტის დასრულებასაც.

10-პუნქტიანი გეგმის სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 👇

1. ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში

2. ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე

3. რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება

4. ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა

5. ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პროტოკოლისა და პირობების დადგენა

6. ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების სრულად ანაზღაურება

7. ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სრული ვალდებულება

8. შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ირანის სახსრებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება

9. ირანი სრულად იღებს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის ფლობას

10. ზემოაღნიშნული პირობების დამტკიცებისთანავე ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება