Loading data...
BBC: ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთში მომხდარი არეულობის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ მატჩში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთში ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სულ 219 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიეზმა განაცხადა, რომ რვა ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში არეულობის აღსაკვეთად ათასობით ოფიცერი იყო მობილიზებული. შეტაკებების დროს 57 სამართალდამცავი დაშავდა. პოლიციამ ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ნუნიეზის თქმით, ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 780 ადამიანი, რომელთაგან 450-ზე მეტი პატიმრობაში რჩება. პარიზის წრიულ გზაზე, რომლის გადაკეტვაც დემონსტრანტებმა სცადეს, ავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეტაკებები მოხდა გასულ წელსაც, როდესაც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.