BBC: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა, ხოლო დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებით გაიზარდა
ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნევრივი აირის ფასები გაიზარდა, ასევე დაეცა აქციების ფასი, ხოლო დოლარის კურსი კი სხვა ვალუტებთან მიმართებით გაიზარდა. წერს BBC.
მედიის ცნობით, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია შიშმა, რომ კონფლიქტი შეაჩერებდა სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო ექსპორტს.
მათივე ცნობით, 2024 წლის ივლისის შემდეგ პირველად „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 85 დოლარს მიაღწია.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ევროპული აქციების ფასები დაეცა: გერმანიის DAX ინდექსი 3.76%-ით, ხოლო FTSE 100 2.57%-ით. აზიურ აქციებზეც მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა: კორეული KOSPI ინდექსი 7.24%-ით, იაპონური Nikkei კი – 3.06%-ით.
რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, მისი ფასი გაიზარდა, რადგან ინვესტორები, რომლებიც მსგავსი არეულობის დროს უფრო უსაფრთხო ვალუტას ეძებენ, ამერიკულ აქტივებზე გადავიდნენ.