1778850885
უცხოეთი
ბავშვმა ბერლინში საბავშვო მოედანზე განძი იპოვა
ბერლინში, საბავშვო მოედნის მახლობლად ბავშვმა ვერცხლის მონეტები აღმოაჩინა. იქვე მიწაში დამალული იყო ოქროს ზოდები, სამკაულები, ძვირფასი საათები და 6 ათასი ევროს ნაღდი ფული. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ერთ-ერთი ბავშვის მამასთან ერთად ძვირფასეულობა შეაგროვა და პოლიცია გამოიძახა.
ახლა სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ხომ არ არის ეს განძი დაკავშირებული ქურდობასთან ან სხვა სახის დანაშაულთან.