1790534214
უცხოეთი
ბავარიაში ფილიპინელი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
გერმანიის ბავარიის მხარეში, ბუხლოს ქალაქთან ახლოს ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. აღნუშნულის შესახებ ინფორმაციას t-online ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.
ბავარიის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ავარიის დროს ავტობუსში დაახლოებით 40-50 ფილიპინელი ტურისტი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 25-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ორი ადგილზე გარდაიცვალა. კიდევ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.