Loading data...
ბარაკ ობამამ კამალა ჰარისს მხარი საჯაროდ დაუჭირა

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი საჯაროდ დაუჭირეს. შესაბამისი განცხადება ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. 

„ამ კვირის დასაწყისში მიშელმა და მე ჩვენს მეგობარ კამალა ჰარისს დავურეკეთ. ჩვენ მას ვუთხარით, რომ, ვფიქრობთ, ის აშშ-ის ფანტასტიკური პრეზიდენტი იქნება და რომ მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ მომენტში ვაპირებთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მან ნოემბერში გაიმარჯვოს“, - წერს ბარაკ ობამა და კამალა ჰარისთან გამართული სატელეფონო საუბრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.