1770367079
უცხოეთი
ბაქოში მოსწავლემ მასწავლებელს სანადირო თოფიდან ესროლა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლემ მათემატიკის მასწავლებელს სანადირო თოფიდან ესროლა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
დაჭრილი მასწავლებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ტყვია კისერში მოხვდა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ. დანაშაულის მოტივები უცნობია.
მოსწავლე დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, სანადირო თოფი მამამისს ეკუთვნოდა.