ბაიდენი რომის პაპზე - ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო, ის ყველას პაპი იყო

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი, ჯო ბაიდენი რომის პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მწუხარე გამოთქვა.
ჯო ბაიდენის თქმით, ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას.
„ის ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო. პაპი ფრანცისკე დაგვამახსოვრდება, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი. ათწლეულების განმავლობაში არგენტინაში დაუცველ ადამიანებს ემსახურებოდა. როგორც რომის პაპი ის მოსიყვარულე მოძღვარი და მასწავლებელი იყო, რომელმაც სხვადასხვა აღმსარებლობებს ხელი გაუწოდა. ის უძლური ადამიანების დამცველი იყო. ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას. ის ყველას პაპი იყო, ის ხალხის პაპი იყო“, - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, 21 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.