Loading data...
ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაშავდა

ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბაჰრეინის ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა დაშავებული ბაჰრეინის მოქალაქეა – მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელსაც თავისა და თვალის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. ყველაზე ახალგაზრდა დაშავებული კი ორი თვის ბავშვია.

მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.