1772273528
უცხოეთი
ბაჰრეინმა აშშ-ის საზღვაო ძალების შტაბ-ბინაზე სარაკეტო იერიში დაადასტურა
ბაჰრეინმა განაცხადა, რომ კუნძულოვან სამეფოში აშშ-ის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, ირანის მიერ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმებზე რეაგირების ფონზე.
მე-5 ფლოტის პასუხისმგებლობის არეალში შედის ყურე, წითელი ზღვა, არაბეთის ზღვა და ინდოეთის ოკეანის ნაწილები.
„მე-5 ფლოტის მომსახურების ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით“, - ნათქვამია ბაჰრეინის ეროვნული საკომუნიკაციო ცენტრის განცხადებაში.
ბაჰრეინის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ თავდასხმას „სამეფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა“ უწოდა და განაცხადა, რომ ბაჰრეინის ხელისუფლება „საგანგებო ზომებს“ ახორციელებს.