Loading data...
ბაჰრეინი აცხადებს, რომ სამი ირანული რაკეტა ჩამოაგდო

ბაჰრეინმა განაცხადა, რომ წარმატებით ჩამოაგდო და გაანადგურა ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა და რამდენიმე დრონი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა 4-5 ივნისის ღამეს ირანის მიერ ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ტალღა მოიგერია.

თეირანი „აგრძელებს სისტემატურ აგრესიას ბაჰრეინის სამეფოში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმებით“, - ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

განცხადებაში არ არის მითითებული, თუ როდის გაუშვეს რაკეტები, თუმცა ბაჰრეინის მცხოვრებლებს ურჩიეს, ღამით უსაფრთხო ადგილას წასულიყვნენ, რადგან სირენები ამოქმედდა.