Loading data...
ბაჰრეინი აცხადებს, რომ ირანის თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ბაჰრეინის ხელისუფლება აცხადებს, რომ 21 ნოემბერს, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი კრიტიკულად მძიმედაა.

„21 ნოემბერს, ბაჰრეინზე ირანის მიერ განხორციელებული საზარელი თავდასხმების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაშავდა, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. ასევე, დაშავდა პაკისტანის ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია“, - აცხადებს ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორივე დაშავებული მკურნალობას საავადმყოფოში გადის.