ბადრა გუნბამ ალან გაგლოევის მეუღლეს 8 მარტი მიულოცა და საპასუხო მილოცვა მიიღო
სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის მეუღღეს, ირინა ვალიევას 8 მარტთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
მისალოცი წერილი და ყვავილები ალან გაგლოევის მეუღლეს ბადრა გუნბასგან სოხუმის ე.წ. ელჩმა ცხინვალში ალან ელბაკიევმა გადასცა.
„გაზაფხულის ეს ნათელი დღესასწაული ასოცირდება სითბოსთან, სიკეთესთან და მზრუნველობასთან, რასაც ქალები თავის ახლობლებს და მთელ საზოგადოებას უზიარებენ. დაე ამ დღემ მოგიტანოთ სიხარული, ყურადღება და თბილი სიტყვები ახლობლებისა და ნათესავებისგან. ოსი ქალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სილამაზით, ღირსებით და სიბრძნით და ეს თვისებები ღრმა პატივისცემას იმსახურებს“, - წერს ბადრა გუნბა.
მან ალან გაგლოევის მეუღლეს ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება და სულიერი სითბო უსურვა.
თავის მხრივ, ალან გაგლოევმა 8 მარტი ბადრა გუნბას მეუღლეს, ირმა ხაშიგს მიულოცა. მისალოცი წერილი და ყვავილების თაიგული ბადრა გუნბას მეუღლეს ცხინვალის ე.წ. დროებითმა რწმუნებულმა აფხაზეთში ალან ძაგოევმა გადასცა.