1786453967
უცხოეთი
აზერბაიჯანში ალიმენტების გადაუხდელობის გამო 1278 ადამიანი დააკავეს
2026 წლის 6 თვეში ალიმენტების გადაუხდელობის გამო აზერბაიჯანში 2740 ადამიანის წინააღმდეგ ოქმები შედგა, ხოლო 1278 ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა. ამის შესახებ Report-ს აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში აცნობეს.
ამავე პერიოდში 116 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ მასალები სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 77 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
ალიმენტებზე დავალიანების გამო ქვეყნიდან გასვლის დროებით აკრძალვაზე 1500 პირზე შესაბამისი დადგენილება იყო მიღებული, მათგან 1246 პირთან დაკავშირებით ის უკვე ძალაში შევიდა.