Loading data...
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი პარტია გაგზავნა

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი პარტია გაგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს

როგორც მედია წერს, 11 ივნისს ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კესიკის მიმართულებით გაიგზავნა 984 ტონა დიზელის საწვავი, რომელიც 17 ვაგონისგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ექსპორტირებულია 12 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავი, 979 ტონა AI-92 ბენზინი და 2 955 ტონა AI-95 ბენზინი.