Loading data...
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა - მედია

აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. 

„საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დახურული იქნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, 5 მარტს ნახიჩევანზე დრონებით იერიში განხორციელდა.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. 

დრონებით იერიშის შემდეგ აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

„სატელეფონო საუბრისას, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები და აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პროტესტი გამოხატა“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.