აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდ აბას არაღჩიმ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს დაურეკა.
„სატელეფონო საუბრისას, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები და აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პროტესტი გამოხატა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის ზრდას ემსახურება.
ირანელმა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ირანულმა მხარემ და სამხედროებმა მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყეს. ირანის მინისტრმა დაშავებულ სამოქალაქო პირებს გამოჯანმრთელება უსურვა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა.