Loading data...
აზერბაიჯანი ირანისგან ახსნა-განმარტებას ელოდება და საპასუხო ზომებით ემუქრება

ირანის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

აზერბაიჯანული მხარე ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს საერთაშორისო ნორმების დარღვევას უწოდებს და ახსნა-განმარტებას ელოდება.

ბაქოში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომების უფლებას იტოვებენ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ერთ-ერთი რეგიონის, ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევა განახორციელეს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე დრონი აეროპორტის ტერმინალთან, ხოლო კიდევ რამდენიმე უპილოტო აპარატი სხვა ადგილებში დაეცა. ერთი დრონი სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა.

ასევე Reuters იუწყება, რომ ნახიჩევანის რეგიონზე იერიშის დროს ირანმა რაკეტებიც გამოიყენა.