Loading data...
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით ირანიდან დიპლომატები გაჰყავს

აზერბაიჯანს უსაფრთხოების მიზნით ირანიდან საკუთარი დიპლომატები გაჰყავს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი თეირანში მდებარე საელჩოდან და ქალაქ თავრიზის გენერალური საკონსულოდან თანამშრომლების ევაკუაციას ახორციელებს. 

„პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, გაიცა მითითებები თეირანში ჩვენი საელჩოდან და თავრიზში გენერალური საკონსულოდან ევაკუაციის შესახებ და ეს მითითებები უკვე სრულდება. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ხალხის სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდოთ“, - აღნიშნა ბაირამოვმა. 

შეგახსენებთ, 5 მარტს ბაქომ განაცხადა, რომ ოთხმა ირანულმა დრონმა გადაკვეთა მისი საზღვარი და ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საპასუხო ზომებით დაიმუქრა, თუმცა ირანმა განაცხადა, რომ დრონები მას არ გაუშვია.