Loading data...
Axios: ზელენსკი მზად არის სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად ტრამპს შეხვდეს

Axios-ი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი იერმაკზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების“ საკითხზე თეთრი სახლის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა მადლიერების დღეს სურს. 

გამოცემა ერმაკის განცხადებას ციტირებს და აღნიშნავს, რომ ზელენსკის ტრამპთან შეხვედრა „რაც შეიძლება მალე“ სურს, რათა ამერიკულ-უკრაინული ერთობლივი შეთანხმება.

აშშ-ის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Axios-ს დაუდასტურა, რომ უკრაინელებთან მიმდინარე ან მომავალ კვირას შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა თქვა, რომ თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა. 

ერმაკმა გამოცემას განუცხადა, რომ „შეხვედრის ჩატარებას დღესასწაულზე შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდეს“.

„ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგება“, - განაცხადა ერმაკმა.