Loading data...
Axios: ტრამპმა ზელენსკისთან საუბრისას უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემის საკითხი განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო გადაცემის საკითხი განიხილა. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

Axios-ის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ინფორმაციისთვის, 11 ოქტომბერს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართა.