1789624056
უცხოეთი
Axios: სავარაუდოდ, ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში სპარსეთის ყურის ლიდერებთან ირანის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში სპარსეთის ყურის ლიდერებს შეხვდება, რათა ირანის ომში შემდეგი ნაბიჯები განიხილონ, - იუწყება Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით.
Axios-ის ცნობით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ომის შემდგომი სტრატეგიის შესახებ აშშ-ის იდეებზე ისაუბრებენ.
ცნობისთვის, შეხვედრას დაესწრებიან სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ექვსივე ქვეყნის - საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და ომანის - ლიდერები ან საგარეო საქმეთა მინისტრები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ ოფიციალური მოწვევები უკვე გაუგზავნა.