1751956962
უცხოეთი
Axios: ისრაელი ირანზე ახალი შეტევისთვის ემზადება

ისრაელი ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის ემზადება, თუ ის ბირთვულ პროგრამას განაახლებს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios იუწყება.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა დონ დერმდერმა ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, გარკვეულ პირობებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე ახალ შეტევებს შეიძლება დათანხმდეს.
ერთ-ერთი ასეთი სცენარი შეიძლება იყოს დაზიანებული ბირთვული ობიექტებიდან ირანის მიერ გამდიდრებული ურანის გატანის მცდელობა. ასევე, ისრაელის არმიამ შეიძლება საბრძოლო მოქმედებები განაახლოს, თუ თეირანის რეჟიმი დაზიანებული ბირთვული ობიექტების აღდგენას შეეცდება.