Axios: აშშ-ის მოკავშირეები ირანთან კონფლიქტის მოკლე პერიოდში დასრულებას არ ელოდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი სექტემბრამდე ვერ დასრულდება. ამის შესახებ Axios იუწყება.
ამასთანავე, დონალდ ტრამპის მრჩევლებისა და თანაშემწეების აზრით, ინტენსიური სამხედრო ოპერაცია დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ უნდა დასრულდეს.
ნატოს ქვეყნებში არსებულ ინფორმირებულ წყაროებს კი მიაჩნიათ, რომ არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში და ირანის საქმეებში აშშ-ის ჩარევა შეიძლება სექტემბრამდე გაგრძელდეს, მაგრამ ომი, შესაძლოა, დაბალი ინტენსივობის კონფლიქტად შეიცვალოს.
ისრაელი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ საჰაერო შეტევები კიდევ მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
რამდენიმე დღის წინ გამოცემა WSJ იუწყებოდა, რომ ტრამპის ზოგიერთი მრჩეველი მას ირანის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ. ეს ნავთობზე ფასების ზრდას და მათ შიშებს უკავშირდება, რომ ომის გაგრძელება აშშ-ის კონგრესში შუალედურ არჩევნებზე ნეგატიურად იმოქმედებს.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანა კელიმ განაცხადა, ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ რამდენიმე თვის განმავლობაში ზედმიწევნით იგეგმებოდა და ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა ყველა მაღალჩინოსნის და მრჩევლის აზრი გაითვალისწინა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.