1760627036
უცხოეთი
Axios: 16 ოქტომბერს ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 16 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Axios-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიასაშუალების წყაროს ცნობით, ტრამპი პუტინთან უკრაინაში კონფლიქტის განხილვას გეგმავს.
სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის ერთი დღით ადრე გაიმართება, ვიდრე ტრამპი თეთრ სახლში თავის უკრაინელ კოლეგას უმასპინძლებს.