Loading data...
ავსტრიამ რუსი დიპლომატი ნონ-გრატას პერსონად გამოაცხადა

ავსტრიის ხელისუფლებამ ნონ-გრატას პერსონად რუსი დიპლომატი გამოაცხადა, რომელიც, სავარაუდოდ, ავსტრიის ნავთობის, გაზის და ქიმიურ კონცერნში, OMV-ში ჯაშუშობით იყო დაკავებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მოსკოვში საპასუხო ზომად ავსტრიელი დიპლომატის გაძევების პირობა დადეს.

„ჩვენ ტრადიციულად ვუპასუხებთ ასეთ ნაბიჯებს. ავსტრიის მხარეს შესაბამისი ცნობა გადავეცით. იგივე დონის ავსტრიელი დიპლომატი მალე რუსეთს დატოვებს“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სექტემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ OMV-ს კონცერნში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პირი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ჯაშუშია. ავსტრიის სახელმწიფო უსაფრთხოების და დაზვერვის სამმართველო ეჭვმიტანილს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა და დაადგინა, რომ ის რუსეთის საელჩოს თანამშრომელს რეგულარულად ხვდებოდა. საელჩოს თანამშრომელი, თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.