Loading data...
AviaVector: უკრაინამ ყირიმში რუსული ძალების ვერტმფრენები გაანადგურა

უკრაინულმა დრონებმა 30 აგვისტოს სიმფეროპოლის აეროპორტში ორი ვერტმფრენი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია AviaVector-ზე რომელიც, რომელიც კოსმოსური დაზვერვით არის დაკავებული.

„ინტერნეტში გამოჩნდა აეროპორტთან ახლოს გაჩენილი ხანძრის ამსახველი ვიდეო. წინასწარი მონაცემებით, რომელიც დაფუძნებულია 30 აგვისტოს, UTC-ის 09:02 საათზე [კიევის დროით 12:02 საათზე] და 22 აგვისტოს, UTC-ის 09:07 საათზე [კიევის დროით 12:07 საათზე] გადაღებული ფოტოების შედარებაზე, ხანძარი ჩანს იმ ტერიტორიაზე, სადაც Mi-8 და Mi-24 ვერტმფრენები ჰყავთ განთავსებული“, - ნათქვამია AviaVector-ის პოსტში.