1748711872
უცხოეთი
ავიაკატასტროფა გერმანიაში - დაიღუპა 2 ადამიანი

გერმანიაში ქალაქ კორშენბროხში მცირე სამგზავრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია წერს, ავიაკატასტროფის შედეგად შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი 71 წლის პილოტია. გაურკვეველია, მეორე გარდაცვლილი პირი თვითმფრინავის მგზავრი იყო თუ შეჯახების ადგილას იმყოფებოდა.
ადგილობრივმა მართვის ცენტრმა კი განაცხადა, რომ დაახლოებით 50 მეხანძრე იყო მობილიზებული.
ავარიის მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.